წირვის შემდეგ მღვდელმა გამოაცხადა: - შემდეგ კვირას სიცრუეზე ვისაუბრებთ. უფრო ადვილად რომ შეიმეცნოთ ჩემი ქადაგება, შინ მარკოზის სახარების მეჩვიდმეტე თავი წაიკითხეთო. კვირის თავზე მღვდელმა ქადაგების წინ გამოაცხადა: - ვინც მეჩვიდმეტე თავი წაიკითხა, ხელი აწიოსო. თითქმის ყველამ ასწია ხელი.
- სწორედ ამიტომ მინდოდა თქვენთან სიცრუეზე მესაუბრა, - თქვა მღვდელმა, - მარკოზის სახარებაში მეჩვიდმეტე თავი საერთოდ არ არსებობს.
ციკლიდან “სიბრძნე მინიატურაში”
პატარაა მაგრამ უდიდესი აზრი დევს )) ძალიან მომეწონა ეს მინიატურა... ხშირად ხდება ასე, რამოდენიმეჯერ მეც ამიწევია ხელი ასე ტყუიალად :)
ReplyDelete