Saturday, November 13, 2010

სავსე ქილა

პროფესორი ფილოსოფიის გაკვეთილზე, იღებს მაიონეზის დიდ და ცარიელ ქილას და ავსებს მას გოლფის ბურთებით.
შემდეგ ეკითხება სტუდენტებს სავსეა თუ არა ქილა.
სტუდენტები ეთანხმებიან და პასუხობენ “დიახ”.
მაშინ პროფესორი იღებს შუშის პატარა ბურთებს და ყრის მაიონეზის ქილაში. შუშის ბურთები ავსებენ ცარიელ ადგილებს გოლფის ბურთებს შორის. პროფესორი ისევ ეკითხება სტუდენტებს: “ქილა სავსეა?”, სტუდენტები პასუხობენ “დიახ”.
პროფესორი იღებს ქვიშას და ყრის ქილაში. ქვიშა ავსებს ცარიელ ადგილებს. ისევ ეკითხება სტუდენტებს: “სავსეა ქილა?”, ამჯერადაც პასუხია “დიახ”. პროფესორი ასევე ამატებს ორ ჭიქა ყავას და ყავა ავსებს ქვიშის ცარიელ ადგილებს. მაშინ სტუდენტები იწყებენ სიცილს.
პროფესორი კი ეუბნება მათ: “მსურს გაიგოთ, რომ ეს ქილა წარმოადგენს ცხოვრებას”.... გოლფის ბურთები ისევე მნიშვნელოვანია, როგორც ოჯახი, შვილები, ჯანმრთელობა, მეგობრები, სიყვარული, ღირებულებანი, რომლისაც გვწამს, რწმენის გზა...ღმერთი. ყველაფერი, რომ დავკარგოთ და მხოლოდ ეს დაგვრჩება, ჩვენი ცხოვრება მაინც სავსე იქნება. შუშის ბურთები არის ის, რაც ჩვენ გვაწუხებს, სამსახური, სახლი, მანქანა, და ა.შ. დანარჩენი კი არის ქვიშა: წვრილმანი რამ. თუ ქილაში თავიდანვე ჩავყრით ქვიშას, ადგილი არც პატარა და არც გოლფის ბურთებისთვის აღარ იქნება. იგივე რამ ხდება ცხოვრებაშიც. თუ დავხარჯავთ მთელ ჩვენს დროს და ენერგიას პატარა საქმეებზე არ დაგვრჩება დრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის. ყურადღება მიაქციე შენი ბედნიერების საქმეებს: ითამაშე შენს შვილებთან, იპოვე დრო ლოცვისათვის, ივახშმე შენს მეგობართან ერთად, ემსახურე სხვებს. სახლის დალაგების და წვრილმანი საქმის გასაკეთებლად დრო ყოველთვის დარჩება....პირველ რიგში იზრუნე გოლფის ბურთებზე, იმ საქმეებზე, რაც ნამდვილად მნიშვნელოვანია: დანარჩენი კი ქვიშაა”.
ერთ-ერთი სტუდენტი წევს ხელს და ეკითხება პროფესორს: “ყავა რას წარმოადგენს?” პროფესორი ღიმილით პასუხობს: “კმაყოფილი ვარ, რომ მისვამ ამ შეკითხვას”. ყავა გვიჩვენებს იმას, რომ სულაც არ არის მნიშვნელოვანი თუ რამდენად ხარ დაკავებული, რადგან მეგობართან ფინჯანის ყავის დასალევად დროს ყოველთვის გამონახავ”.

4 comments:

  1. ძალიან მაგარია ! ! ! :*

    ReplyDelete
  2. ქეთი,მიხარია რომ მოგეწონა

    ReplyDelete
  3. მეც ძალიან მომეწონა *))

    ReplyDelete
  4. saocari shedarebaa...momwons!

    ReplyDelete