მე ვივიწყებ ყველა ცუდ ამბავს, რაც კი გამიგია და მახსოვს, ყველა ცუდ მაგალითს და ყველა ცუდ გამოცდილებას.
ხომ შეიძლება, აესე, ადგე, ყველაფერი ერთ ზანდუკში ჩააწყო, მერე რამე პატარა და ლამაზი ბოქლომი მიუსადაგო, გამოკეტო და გასაღები სადმე ხის ძირას ჩამარხო.
მერე ამ ზანდუკს რამე ლამაზი, ჭრელი ფარდაგი გადააფარო და კუთხეში მიდგა.
ერთი უცნაურობა აქვს - გადაგდება არ შეიძლება.
აესე, ჩემი ზანდუკი ფანჯრის წინ დგას, ზედ ძველი, ნაძერწი, თიხის ყურებიანი ქოთანი შემოვადგი.
ქოთანში დრო და დრო ახალ-ახალ ყვავილებს ვაწყობ, რომელიც ესე მინდვრებიდან ჩამომაქვს ნაკრეფი, ხან ვინმეს თან აქვს- მოკლედ არ მელევა.
სანამ კარგად გახმებოდეს, მილამაზებს ოთახს.
ზანდუკს დღისით ფანჯრიდან შემოსული მზის სხივები ადგება და კიდევ უფრო ლამაზია. ღამით - მთვარის შუქი და ჩრდილებს აკეთებს ოთახში, მოკლედ - ვერთობით.
გასაღების ადგილას კი, ის ხე გაიზარდა, გაიტოტა და სადღაც ფესვებთან ჩაიყოლა საკეტური.
მაგრამ რა აზრი აქვს საკეტურებს, ჩემო მანასე, ჩვენ ასეც კარგად ვართ :)
უკანგზები კი უფრო ძნელია, ვიდრე წინგზები, მაგრამ მთავარია - ყოველთვის არის.
No comments:
Post a Comment