Sunday, February 20, 2011

სიზარმაცე

ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ხუანი გარდაიცვალა და ისეთ მშვენიერი ადგილას მოხვდა, სადაც თავისუფლად და მოხერხებულად გრძნობდა თავს. ყვლეაფერი ისე იყო მოწყობილი, როგორც მის ოცნებაში. ხუანს თეთრ სამოსში გახვეული ვიღაც მიუახლოვდა და უთხრა: უფლება გაქვს ინატრო, რაც გინდა – გართობა იქნება, სიამოვნება თუ გემრიელი საჭმელი.
გახარებული ხუანი ისე ცხოვრობდა, როგორ ცხოვრებაზეც ოცნებობდა. მრავალი წლის შემდეგ მან მიმართა თეთრ სამოსში გამოწყობილ არსებას: – მე უკვე ვინეტარე და განცხრომით ვიცხოვრე. ახლა სამსახური მინდა ვიშოვო, რომ თავი საჭირო კაცად ვიგრძნო. – ძალიან ვწუხვარ, – უპასუხა თეთრებში ჩაცმულმა, – მაგრამ ეს ერთადერთია, რისი ასრულებაც არ შემიძლია. სამსახური აქ არ არსებობს. – რა გამოდის? სამუდამოდ განწირული ვარ და სულ უნდა ვიტანჯებოდე?! არა, ბატონო, ამას ჯობდა, ჯოჯოხეთში მოხვედრილიყავი! თეთრებში გამოწყობილი არსება მიუახლოვდა და ძლივს გასაგონად ჩასჩურჩულა: – აბა, შენ თავი სად გგონია?



ციკლიდან “სიბრძნე მინიატურაში”

2 comments:

  1. გაურკვევლობაში ვარ )) ვერ მივხვდი სად არის ხუანი...
    ჩემი აზრით აქამდე უნდა ემუშავა და საჭმელს და კარგ ცხოვრებას არ უნდა მიჰყოლოდა))) :*

    ReplyDelete