Wednesday, March 6, 2013

პეპლები და ცეცხლი

სამი პეპელა ანთებულ სანთელთან მიფრინდა და ცეცხლის შესახებ მსჯელობა დაიწყო. ერთ-ერთი ალს მიუახლოვდა, უკან დაბრუნდა და თქვა: -ცეცხლი ანათებს. მეორე უფრო მეტად მიუახლოვდა და ფრთა შეეტრუსა. უკან რომ დაბრუნდა, თქვა: ის წვავს! მესამე იმდენად ახლოს მივიდა, რომ ცეცხლში შთაინთქა, გაქრა და ვერ დაბრუნდა. მან გაიგო, რისი გაგებაც სურდა, მაგრამ დანარჩენებს ამის შესახებ ვერაფერი უთხრა. მას, ვინც ცოდნა მიიღო, მasზე ლაპარაკის შესაძლებლობა ერთმევა. ამიტომ მცოდნე დუმს, მოლაპარაკემ კი არაფერი იცის.

იგავი ფანქრის შესახებ


ფანქრის ოსტატმა დასრულებული ფანქარი გვერძე გადადო და უთხრა:

– ვიდრე ცხოვრების დინებაში ჩაერთვები არსებობს 5 რამ, რაც აუცილებლად უნდა იცოდე. ყოველთვის გახსოვდეს ისინი, არასოდეს დაივიწყო და შეძლებ, რომ ამქვეყნად ერთ–ერთ საუკეთესო და ღირსეულ ფანქრად ჩამოყალიბდე...

პირველი: შეგეძლება გააკეთო უამრავი დიდებული საქმე, მაგრამ მუდამ გახსოვდეს, რომ ამისათვის დამხმარე ხელი დაგჭირდება...

მეორე: ხშირად მოგიწევს მტკივნეული "გათლის" ატანა, მაგრამ გახსოვდეს, რომ ეს შენ გჭირდება, იმისათვის, რომ უკეთესად აკეთო შენი საქმე...

მესამე: ყოველთვის შეგეძლება გამოასწორო დაშვებული შეცდომები...

მეოთხე: ფანქარში მთავარი მისი ხის გარეკანი არაა. ფანქრის მისიაში მისი შიგთავსი, მისი გული ასრულებს ყველაზე მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო როლს...

და მეხუთე: რა მატერიაზეც არ უნდა გამოგიყენონ, რა მატერიაზეც არ უნდა წერო, ყოველთვის უნდა შეძლო,რომ დატოვო შენი კვალი... და პრობლემებისა და დაბრკოლებების მიუხედავად არ უნდა შეჩერდე და მუდამ განაგრძო წერა...რადგან ეს შენი მოვალეობა და დანიშნულებაა...და მხოლოდ ამის გამო გქვია ფანქარი...

ფანქარი ყველაფერს მიხვდა და ღრად ჩაიბეჭდა გულში...


მოდით ახლა ამ იგავარაკში ფანქრის ნაცვლად შენი თავი ჩავსვათ. მუდამ გახსოვდეს ეს ყველაფერი და ერთ–ერთ საუკეთესო და გამორჩეულ პიროვნებად ჩამოყალიბდები.

პირველი: შენ შეძლებ გააკეთო უამრავი ღირსეული საქმე,მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ დაივიწყებ ღვთის არსებობის შესახებ და მუდმივად მიენდობი მის მფარველ ხელს...

მეორე: ხშირად მოგიწევს უამრავი დაბრკოლებისა და პრობლემის გადალახვა. ვიცი ეს ყველაფერი ისეთივე მტკივნეული იქნება, როგორიც მაგალითად ფანქრისათვის წვერის გათლაა, თუმცა მუდამ გახსოვდეს, რომ ეს ყველაფერი საჭიროა იმისათვის,რომ უფრო ძლიერ და ღირსეულ ადამიანად ჩამოყალიბდე...

მესამე:შეცდომების დაშვების შიშით ნაბიჯის გადადგმისა ნუ შეგეშინდება.გახსოვდეს, რომ ყოველთვის გექნება შესაძლებლობა იმისა , რომ გამოასწორო შეცდომა, რომელიც შეიძლება დაუშვა...

მეოთხე: შენში ყველაზე მნიშვნელოვანი არა შენი გარეგანი მხარე და შეხედულება, არამედ მხოლოდ და მხოლოდ შენი შინაგანი მხარეა...

მეხუთე: სადაც არ უნდა იყო და და რასაც არ უნდა აკეთებდე ყოველთვის უნდა შეძლო და დატოვო შენი კვალი! და არა აქვს მნიშვნელობა,თუ როგორ რთულ სიტუაციაში ხარ, ყოველთვის უნდა იპოვო გამოსავალი და განაგრძო გზა... რადგან ეს შენი დანიშნულება და მოვალეობაა !!!


იმედია თქვენც ყველაფერს მიხვდით და ღრმად ჩაიბეჭდეთ გულში...

Friday, August 3, 2012

ბილ გეითსის რჩევები

არსებობს გაკვეთილები, რომლებსაც სკოლაში ვერ ვისწავლით. ასეთი გაკვეთილების სწავლისთვის არსებობენ მშობლები, მეგობრები და ადამიანები ვინც უბრალოდ გვარიგებენ, რადგან დიდი გამოცდილება აქვთ და ჩვენზე მეტი იციან ცხოვრებისეული პრობლემებისა და მათი გადალახვის გზების შესახებ.
ერთერთი ასეთი ადამიანია ბილ გეითსი. მის შესახებ ალბათ ყველამ იცით და პირველი სიტყვა რაც მასთან ასოცირდება, ბევრი ფულია - გამოვიცანი, ხომ?
ადამიანმა რომელმაც ამდენს მიაღწია გადაწყვიტა თავისი გამოცდილების პატარა ნაწილის გაზიარება კალიფორნიის ერთერთი სკოლის მოსწავლეებისათვის. მისი მოცემული რჩევები კი ასე ჟღერს:
  • ცხოვრება არა–სამართლიანია და ამას უნდა შევეგუოთ !
  • სამყარო არ ზრუნავს შენზე, იგი შენგან მოითხოვს რაღაცის მიღწევასა და
გაკეთებას რომ თავად შეძლო საკუთარ თავზე ზრუნვა.
  • შენ ვერ გააკეთებ 60 000 $ წელიწადში და ვერ გახდები ვიცე–პრეზიდენტი
სანამ თავად არ გამოიმუშავებ ორივეს.
  • თუ ფიქრობ რომ შენი მასწავლებელია მკაცრია, დაელოდე როდის გახდები
ბოსი.
  • თუ გაუგებრობაში აღმოჩნდები, ნუ დააბრალებ შენს მშობლებს, ნუ იტირებ
შენი შეცდომების გამო, ეცადე ისწავლო მათგან !
  • სანამ დაიბადებოდი შენი მშობლები არ იყვნენ ისეთები როგორებსაც მათ
დღეს ხედავ. ისინი იძულებულნი არიან იფიქრონ შენს გადასახადებზე,
გაგირეცხონ ტანსაცმელი და უსმინონ შენს გაუთავებელ ლაპარაკს იმაზე თუ
რა მაგარი ხარ. ამიტომ სანამ ძველ თაობებს გააკრიტიკებ, ჯერ შენი კარადა დაალაგე !
  • სკოლაში არიან ლუზერები და გამარჯვებულები, მაგრამ ცხოვრებაში არა. შენ შეგიძია ნებისმიერ დროს გამოსწორდე და დაიწყო ახალი ცხოვრება.
  • ცხოვრება არ არის სემესტრებად დაყოფილი, იგი არ გაჯილდოებს იმ ადმიანებთა არსებობით ვისაც შენი დახმარება სურს. შენით უნდა აღმოაჩინო შენი თავი !
  • ის რასაც ტელევიზიით ხედავ არ არის სინამდვილე ! ჯობს თავი დაანებოთ ყავის სმას და დაიწყოთ სამუშაოს ძებნა…

6 მოთხოვნილება, რომელიც გავლენას ახდენს ადამიანის მოტივაციაზე:


Sunday, February 27, 2011

სასწაული!

ყოველ ზამთარს ტაძარი წყლიდან ამოიმართება...
როდესაც ტბა იყინება და წყლის დონე კლებულობს, ეკლესია ნელ-ნელა
სამზეოზე ამოდის და მარილით შეთეთრებულ ტანს იშრობს
ჩვენი სამშობლოს ბედი დაჰყოლია ამ ტაძარსაც!..

სოფელი ხადიკი თრიალეთის კალთებზე, წალკიდან სამიოდე კილომეტრშია. აქაურები წელიწადში ერთხელ ღვთის სასწაულის მოწმენი ხდებიან: ზამთრის მიწურულს სოფლის განაპირას მდებარე ტბიდან ამოიმართება ხოლმე მართლმადიდებლური ტაძარი, დღის სინათლეს იხილავს, რწმენას და იმედს შემატებს ქართველობას და მალე ისევ თვალს მიეფარება...
ჭეშმარიტად, საოცარი სახილველია რიჟრაჟზე, ყინულეთის ტყვეობიდან თავდაღწეული ეკლესია, ზამთრის იშვიათი მზის ათინათით გაბრწყინებული და დამშვენებული, დასალიერზე კი ნისლავარდნილი მთები, იდუმალებაში გარინდულნი.A ამ ადგილებში ოდითგან ჩქეფდა სიცოცხლე, რასაც აქაური ჩვენს წელთაღრიცხვამდე VIII საუკუნით დათარიღებული გორასამარხებიც მოწმობს. მერე და მერე, ისტორიულმა წიაღსვლებმა თრიალეთის კალთებს ბევრჯერ გადაუარა, ხან მშვიდობიანად, ხანაც ბედუკუღმართი ქარაშოტებით. XIX საუკუნის შუა წლებში, მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობაწართმეულ საქართველოში რუსული ჩექმა აბრახუნდა, არზრუმის მხრიდან ამ ადგილებში ბერძნები ჩამოასახლეს. სოფლისთვის ხადიკი სწორედ მათ დაურქმევიათ. მოგვიანებით კომუნისტებს აქ ჰესის აშენება განუზრახავთ, რამდენიმე სოფელი აუყრიათ და მოშორებით გადაუბარგებიათ. მდინარე ხრამზე (ოდინდელ ქციაზე) დაწყებულმა მშენებლობამ ნასოფლარები ქვეშ მოიყოლა. წყალმა დაფარა წმინდა სტეფანე პირველმოწამის სახელობის ეკლესიაც.
ათეული წლები გავიდა, ტაძარი კი, გუმბათმორღვეული, განახევრებული, მაგრამ მაინც ფუძემაგრად მდგარი, ჯერაც უძლებს განსაცდელს. ზამთრობით, როდესაც ტბა იყინება და წყლის დონე შესამჩნევად კლებულობს, ეკლესია ნელ-ნელა სამზეოზე ამოდის, მარილით შეთეთრებულ ტანს იშრობს, მლოცველებს კიდევ ერთხელ ჩაიკრავს გულში, განიწმინდება, სანთლებით აიკიაფებს კედლებს და გაზაფხულის დადგომისთანავე ისევ წყლის საუფლოში ჩაესვენება, ზუსტად ისეთივე ხაზგასმული სიდინჯით, როგორითაც იცის ხოლმე ნათლის სვეტად ამომზევება...
ხადიკში ამჟამად სტიქიის გამო გადმოსახლებული სვანები და აჭარლები ცხოვრობენ, ბერძნებიც, თუმცა მხოლოდ მოხუცები. ახალგაზრდები დიდი ხანია, რაც ისტორიულ სამშობლოში დაბრუნდნენ. სვანებმა აქაურობას გამრჯე ხელი უმალვე დაატყვეს. არც თავიანთი ტრადიციები დავიწყებიათ და წყალში ჩაძირულ ეკლესიას ერთგულ მლოცველებად დაუდგნენ. ყოველ ზამთარს, როდესაც ტაძარი ტბიდან ამოიმართება, სვანები უძველეს რიტუალს - ლამპრობას მართავენ მის კედლებთან, მიეახლებიან, სანთლებს ანთებენ და უფალს ავედრებენ სრულიად საქართველოს. ლამპრობის დღესასწაულს თავისი წარმმართველი ჰყავს. ხადიკში ამ რიტუალის გაძღოლას მალხაზ კვიციანი და სეფე თამლიანი თავობენ.
მალხაზ კვიციანი: - ბალღი ვიყავი, როდესაც პირველად დავიჭირე ხელში ლამპარი. 65 წლის ვარ უკვე და ასე მოვდივარ ლამპრით ხელში. ჩვენი დიდებული მეფე თამარი სწორედ ლამპრებით ითვლიდა, თუ რამდენი მოლაშქრე ჰყავდა სვანეთიდან. ყველა მამაკაცი, ვისაც სიარული შეუძლია, ვალდებულია, აანთოს ლამპარი და გამოვიდეს...
ლამპარს არყის ხისგან ვამზადებთ. ამაზე ასეთი თქმულება გვაქვს სვანებს: როდესაც ჩვენს მაცხოვარს - იესო ქრისტეს დევნიდნენ, არყის ხის ძირში გაჩერებულა, ხეს ტოტები გადმოუფარებია და დაუმალავს.
ლამპრობის თარიღიც ჩვენი წინაპრებიდან მოდის. ბრწყინვალე აღდგომამდე 84 დღით ადრე ვდღესასწაულობთ. საამისოდ საგანგებოდ ვემზადებით, ჯვარდასახულ პურებს ვაცხობთ, საკლავიც იკვლება, იცარს ვეძახით სვანები. აი, ამ პურს წინამძღოლი ჰქვია, მხოლოდ მე და სეფე თამლიანმა უნდა ვიხმიოთ, როგორც წინამძღოლებმა. პირველი ლამპარიც ჩვენ უნდა ავანთოთ. აი, ნახეთ, რამდენიმე ერთად არის შეკრული. ეს ერთიანი საქართველოს განსახიერებაა, დღესაც ასე უნდა შევიკრათ და მხარი მხარს მივცეთ! აბა, ავანთოთ და მივეგებოთ უფალს!
წინამძღოლის ხელში კიაფობს პირველი ლამპარი, ყველა ლოცვას აღავლენს: - ღმერთო, ასე გაანათე და გააბრწყინე საქართველო!..
კვიციანის სახლიდან მთელი სოფელი ჩანს. ყოველ ჭიშკართან ციცინათელასავით კიაფობს ლამპარი, მერე მრავლდება...
ყველა ქუდოსანი ტაძრისკენ მიემართება.
პირჯვარს ისახავს წინამძღოლი და ისე აბიჯებს ტაძრის ზღურბლზე. მიჰყვებიან სვანი ვაჟკაცებიც ქუდმოხდილნი, სანთლებს ანთებენ, ჯვარდასახულ პურებს ზეაღმართავენ...
- ოო, დიდებაა! - იწყებს წინამძღოლი...
- დიდებააა! - გუგუნებს ტაძარი...
- ღმერთო, შენ იხსენ საქართველო განსაცდელისაგან!... წმინდა გიორგი, შენი დროშა გადმოაფარე სამშობლოს ჩვენსას!..
ცრემლად იღვენთებიან ჩამოშლილ კედლებზე მიხუტებული სანთლები, მამულის დღევანდელი ბედუკუღმართობით ალშეძრულნი...
პირველი სადღეგრძელო უფლისა ისმება, მეორე - მიქაელ მთავარანგელოზის, მერე - წმინდა გიორგის.
ქართველების ერთობისასაც ამბობენ: - ერთი ფესვი გვაქვს, ერთი ლამპრით ვართ შეკრულნი და. თუ ერთად ვიდგებით, გვეშველება, თუ არა და, სათითაოდ ჩავიხარჯებით მტერმოძალებულნი... თენდება... ყინულებში გაცრილი მზის სხივებიც მალე შემოადგება აქაურობას. სვანები ტაძარს გარს უვლიან, მის კედლებს თითებით სინჯავენ და ეფერებიან: - აი, შეხედეთ, ძველქართული წარწერები აქვს ამ ქვას... აგერ, ბოლნური ჯვარია გამოსახული, ჯერაც მკაფიოდ ეტყობა, წყალს კიდევ ვერ წაუშლია კვალი... აი, ეს ქვა კი შარშან ამ დროს მთელი იყო, ახლა განახევრებულა, - ცრემლიან სიტყვებს გულსაც აყოლებენ მოლამპრენი...
ჩვენი სამშობლოს ბედი დაჰყოლია ამ ტაძარსაც!..
აი, წინაპართა საფლავებიც... ესენიც ამ ეკლესიასთან ერთად წელიწადში ერთხელ ამოდიან ტბიდან, ხავსმოკიდებულნი და ჩამოშლილნი...
სათითაოდ ჩამოუვლიან სვანები საფლავის დაშლილ ლოდებს, ზედაშეს აპკურებენ, შენდობას უთვლიან წინაპართა ძვლებს.
მალე კი ისევ წყალი დანთქავს ტაძარსაც და საფლავებსაც...
შინ დაბრუნებამდე ისევ ტაძარს მიეახლებიან, ისევ დააგუგუნებენ «ლილეოს», სტუმრებს დალოცავენ და მათ გახარებას შესთხოვენ უფალს.
- ამოდით გაისადაც. ყოველ ლამპრობაზე მეტნი ვიყოთ ქართველობა, - გვეფერებიან დამშვიდობებისას. თავად არსად წამსვლელნი არ არიან, ვერც ტაძარს მიატოვებენ და ვერც წინაპართა საფლავებს.
კერა არ უნდა ჩაქრეს ამ მიწაზეო, - გვითხრეს...
არც ჩააქრობენ, რადგან ერთგულების ფასი იციან. როცა ქვეყანას მტერი აჩანაგებდა, ქართულ განძსა და სიწმინდეებს სვანეთის მთებში გახიზნავდნენ ხოლმე ოდითგან. იმ განძიდან არასოდეს ნემსისოდენა არაფერი დაკარგულა...
ახლაც ასე ამბობენ: - სვანებს უფლისა და საქართველოსთვის არაერთხელ გაგვიწირავს თავი და კიდევ შევეწირებით, თუკი მამულს დასჭირდებაო.
წამოსვლისას ისევ ტაძარს ნანგრევებს შევავლეთ თვალი. იდგა მზის სხივებით აელვარებული ყინულეთის წიაღში. თითქოს უფრო აწეული და წელგამართული... შიგნით ისევ კიაფობდნენ ცრემლად დაღვენთილი სანთლები, გარეთ კი ყინულს
ალღობდა ერთად შეკრული ლამპრების სითბო...

ზვიად სეხნიაშვილი

Sunday, February 20, 2011

სიცრუე

წირვის შემდეგ მღვდელმა გამოაცხადა: - შემდეგ კვირას სიცრუეზე ვისაუბრებთ. უფრო ადვილად რომ შეიმეცნოთ ჩემი ქადაგება, შინ მარკოზის სახარების მეჩვიდმეტე თავი წაიკითხეთო. კვირის თავზე მღვდელმა ქადაგების წინ გამოაცხადა: - ვინც მეჩვიდმეტე თავი წაიკითხა, ხელი აწიოსო. თითქმის ყველამ ასწია ხელი.
- სწორედ ამიტომ მინდოდა თქვენთან სიცრუეზე მესაუბრა, - თქვა მღვდელმა, - მარკოზის სახარებაში მეჩვიდმეტე თავი საერთოდ არ არსებობს.

ციკლიდან “სიბრძნე მინიატურაში”

სიზარმაცე

ლეგენდა მოგვითხრობს, რომ ხუანი გარდაიცვალა და ისეთ მშვენიერი ადგილას მოხვდა, სადაც თავისუფლად და მოხერხებულად გრძნობდა თავს. ყვლეაფერი ისე იყო მოწყობილი, როგორც მის ოცნებაში. ხუანს თეთრ სამოსში გახვეული ვიღაც მიუახლოვდა და უთხრა: უფლება გაქვს ინატრო, რაც გინდა – გართობა იქნება, სიამოვნება თუ გემრიელი საჭმელი.
გახარებული ხუანი ისე ცხოვრობდა, როგორ ცხოვრებაზეც ოცნებობდა. მრავალი წლის შემდეგ მან მიმართა თეთრ სამოსში გამოწყობილ არსებას: – მე უკვე ვინეტარე და განცხრომით ვიცხოვრე. ახლა სამსახური მინდა ვიშოვო, რომ თავი საჭირო კაცად ვიგრძნო. – ძალიან ვწუხვარ, – უპასუხა თეთრებში ჩაცმულმა, – მაგრამ ეს ერთადერთია, რისი ასრულებაც არ შემიძლია. სამსახური აქ არ არსებობს. – რა გამოდის? სამუდამოდ განწირული ვარ და სულ უნდა ვიტანჯებოდე?! არა, ბატონო, ამას ჯობდა, ჯოჯოხეთში მოხვედრილიყავი! თეთრებში გამოწყობილი არსება მიუახლოვდა და ძლივს გასაგონად ჩასჩურჩულა: – აბა, შენ თავი სად გგონია?



ციკლიდან “სიბრძნე მინიატურაში”